მიიწურა INTEL- ის ძირათადი სასწავლო კურსის ბოლო, უაღრესადსაინტერესო დღე.
დღის წესრიგი:
1. გამეორება:
2. პროექტების პრეზენტაცია;
3. მუშაობა ბლოგზე .
4. ტრენინგის შეფასება.
გამეორების შემდეგ დავიწყეთ პროექტების პრეზენტაცია. რამდენიმე მსმენელმა წარმოადგინა საკუთარი პროექტი, ისაუბრა მის შინაარსზე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე. ერთმანეთის იდეების გაზიარება ძალზე საინტერესო იყო. მომეწონა თვითოეული მონაწილის პროექტის მონახაზი, მივხვდი, უკვე როგორ დაგვეხმარა ესტრენინგკურსი. ,,ბევრ რამეში გავერკვიეთ, უამრავ ბუნდოვან საკითხს ნათელიმოეფინა''-ასე დამთავრდა INTEL-ის ძირითადი სასწავლო კურსი ,,პროექტული სწავლება''–უაღრესად საჭირო, საინტერესო და სრულყოფილი. მისი წყალობით მივიღე ისეთიცოდნა და უნარები, რომელიც აუცილებლად დამეხმარება პროფესიულ საქმიანობაში, დავგეგმავ და განვახორციელებ ყოველმხრივ სრულფასოვან პროექტებს.ხშირად გვქონდა ხარვეზები ნელი ინტერნეტის გამო.
უღრმესი მადლობა ამ ტრენინგ მოდულის ავტორებს, ორგანიზატორებს და ჩვენს საუკეთესო ტრენერს, ქ–ნ .მაკა აფრიამაშვილს.
No comments:
Post a Comment